VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
კანადის ხელისუფლება უკრაინას მაღალსპეციალიზებულ სამხედრო ტექნიკას გადასცემს, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ „ტვიტერზე“ განაცხადა.
„ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დ მას ვაცნობე, რომ კანადა უკრაინას მაღალსპეციალიზებული სამხედრო ტექნიკის ახალ პარტიას მიაწვდის. ასევე, ჩვენ განვიხილეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის.
მან ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია.
კანადელები შთაგონებულები იყვნენ უკრაინელების მამაცობით, ასევე ლიდერობით, რომლის დემონსტრირებასაც ახდენს პრეზიდენტი და მე ვიცი, რომ მათ სურთ ზელენსკის პირადი მოსაზრება მოისმინონ,“- განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.