„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„Abibas-ები“ - ჩინეთში შექმნილ ADIDAS-ის ანალოგ უკვე ბრენდად ქცეულ Abibas-ებს უკრაინული მედია გამოცემა რუსულ CoolCola-ს, Fancy-ის და Street-ს ამერიკულ Coca-Cola-ს Fanta-ს და Sprite-ს ადარებს, რომელიც მოსკოვის ქარხანამ მას შემდეგ „შექმნა“, რაც რუსეთის ბაზარი ამერიკულმა კომპანიამ Coca-Cola-მ დატოვა...
ოფიციალურ Coca-Cola-ს რუსეთში კონკურენციას ქარხანა „ოჩაკოვო“ უწევს...
სწორედ ეს კომპანია აწარმოებს მაღალგაზიან სასმელებს Coca-Cola, Fanta და Sprite-ის „იმპორტით შემცვლელ“ ანალოგებს CoolCola, Fancy და Street-ით.
„თქვენი საყვარელი გამაგრილებელი სასმელების კლასიკური არომატები", - ასე ახასიათებს თავის ნაწარმს პროდუქტის აღწერილობაში „ოჩაკოვო“, სადაც განმარტებულია, რომ : CoolCola არის კოლას არომატული გაზიანი სასმელი, Fanta არის უაღრესად გაზიანი სასმელი ბუნებრივი ფორთოხლის წვენით და ფანტას არომატით, Street არის გაზიანი სასმელი ნატურალური ლიმონით, ლაიმის წვენით და მცენარეული ექსტრაქტებით დამზადებული. სასმელები იწარმოება 0,5 და 1,5 ლიტრი მოცულობის ბოთლებში“, - იტყობინება მედია.
შეგახსენებთ, რომ მარტში Coca-Cola-მ გამოაცხადა რუსეთის ფედერაციაში ბიზნესსაქმიანობის შეჩერების შესახებ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების ფონზე, PepsiCo-მ ასევე გამოაცხადა, რომ აჩერებს სასმელების გაყიდვას Pepsi-ის, 7 up-ის და Mirinda-ს ბრენდებით რუსეთში ოპერირებას.
მალევე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატურალური ნედლეულით დაიწყებდა გამაგრილებელი სასმელების წარმოებას და ასევე, კოტლეტებით ჩაანაცვლებდა რუსეთიდან გამქრალ ჰამბურგერებს.
ცოტა ხნის წინ კი კომპანია McDonald's-მა ოფიციალური განცხადება რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ გააკეთა.