ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, რომ სწრაფი კვების ადგილობრივ ქსელებს შეუძლიათ ერთ წელიწადში McDonald’s-ის, დაახლოებით, 250 რესტორანი ჩაანაცვლონ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც მოსკოვის მერი განმარტავს, ახალგახსნილ საწარმოებს სთხოვენ მაქსიმალურად გამოიყენონ McDonald’s-ში დასაქმებული ადამიანების რესურსი.
„ჩვენ ვესაუბრეთ არაერთ საწარმოს, რომელიც ამ ინდუსტრიაში მუშაობს და ვხედავთ, რომ ექვს თვეში, მაქსიმუმ, წელიწადში, მთელი ეს ქსელი შეიძლება ადვილად შეიცვალოს ჩვენი შიდა საწარმოებით”,- ამბობს სობიანინი.
მისივე თქმით, სწრაფი კვების დამატებითი ქსელის შესაქმნელად, დედაქალაქის ხელისუფლება შეღავათიანი სესხისთვის 500 მილიონ რუბლს გამოყოფს.
ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, McDonald’s-მა რუსეთში 850 რესტორანი დახურა.