1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. თეთრი სახლის ლიდერი მიესალმება რუსეთის განცხადებას, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით ამის მტკიცებულება აშშ-ს არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობაც ისევ რჩება.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„აშშ და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. არც აშშ-ს და არც ნატოს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და ჩვენ არ ვგეგმავთ მათ იქ განლაგებას. რუსი ხალხი ჩვენი სამიზნე არაა, ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს - თქვენ ჩვენი მტრები არ ხართ და არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი და დამანგრეველი ომი უკრაინის წინააღმდეგ - ქვეყანასთან, რომელთანაც თქვენ გაქვთ ასეთი ღრმა ოჯახური, ისტორიული და კულტურული კავშირები," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.