პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში 30 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
კორონავირუსის შემდგომი გართულებით, უკრაინაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მკვიდრი გარდაიცვალა.
30 წლის ლაშა ოტიაშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ვირუსის შემდგომი გართულების გამო შეექმნა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმაც ჰქონდა, ვირუსის შედეგად, მენინგიტი განუვითარდა და კომიდან ვეღარ გამოვიდა.
გარდაცვლილის ოჯახი უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში ლაშა ოტიაშვილის მშობლები დაბრუნდნენ.
უკრაინაში შექმნილი რთული ვითარების გამო, ახალგაზრდა მამაკაცის საქართველოში გადმოსვენების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.