შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
„პუტინს არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, რომელთა დაწყებასაც ვპირდები, თუ უკრაინაში შეიჭრება”,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„პუტინს არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, რომელთა დაწყებასაც ვპირდები, თუ უკრაინაში შეიჭრება. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ნატო ერთიანი არ იქნება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. ვესაუბრე ალიანსის ლიდერებს და თქვენ ნახავთ, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მათთვის კატასტროფა იქნება - ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ მძიმე დარტყმა მივაყენოთ რუსეთის ეკონომიკას, მათი ბანკები ვეღარ შეძლებენ დოლართან დაკავშირებულ ოპერაციებს. დღეს პუტინი არჩევანის წინაშე დგას - დეესკალაცია და დიპლომატია ან კონფრონტაცია“, - განაცხადა ბაიდენმა.