პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
55 წლის ელენე კვიმსაძეზე რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას თანამზრახველებთან ერთად ბრალად განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა ედება. საერთო ჯამში, საუბარია დაღესტნის ბიუჯეტიდან თითქმის 1 მილიარდი რუბლის მითვისებაზე. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ქართველი ქალის პირადი მონაცემები ინტერპოლის საიტზე წითელი ცირკულარით აიტვირთა.
ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება დაღესტნის საგანმანათლებლო დაწესებულებების კომპიუტერებით აღჭურვას, საიდანაც რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის, ივან სუდორუკის ინფორმაციით, 97 მილიონი რუბლის მითვისება მოხდა.
დანაშაულების სხვა ეპიზოდები ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება.
საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული კვიმსაძის მეუღლეზე, მურად ომაროვზეც, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერად მიიჩნევა. თავად კვიმსაძე ერთ-ერთი ლიცეუმის ხელმძღვანელი გახლდათ.
გამოძიების ინფორმაციით, ეს ჯგუფი სხვადასხვა მაქინაციებით 2009 წლიდან დაღესტნის ბიუჯეტს ძარცვავდა, მათ შორის სასწავლებლებში „მკვდარი სულების“ რეგისტრაციის გზით.
ამავე საქმეში ფიგურირებს დაღესტნის განათლების მინისტრის მოადგილეც.