ლენტეხის სოფელ ხოფურში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

მჟავე წყალი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანთან ერთად, სოფელ ხოფურში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მჟავე წყლამდე მისასვლელი ბეტონის საფარიანი გზის, მოსასვენებელი სკვერისა და კოშკის მოწყობა, ასევე გარე განათების მონტაჟი. 
ამჟამად ადგილზე კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 341 ლარს შეადგენს.

✕