ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
რუსული გაზის აღმოფხვრას თავისი საფასური ექნება, მაგრამ ეს მორალური თვალსაზრისით სწორი ნაბიჯია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, შეთანხმება ეხება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას. პუტინი იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს მეზობლების იძულებისთვის და მანიპულირებისთვის, საომარი მანქანის ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, შევწყვიტეთ რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი, რომ ცხადად გვეთქვა, ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და გაუმართლებელი ომის სუბსიდირების ნაწილი. აშშ მიესალმა ევროკავშირის განცხადებას, რომ მკვეთრად შემცირდეს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. დღეს შევთანხმდით ერთობლივ გეგმაზე ამ ამოცანის შესასრულებლად, რომ აჩქარდეს ჩვენი პროგრესი უსაფრთხო და სუფთა ენერგეტიკის მიმართულებით.
ინიციატივა ფოკუსირებულია ორ მთავარ საკითხზე, პირველი – დავეხმაროთ ევროპას, შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე შეძლებისდაგვარად სწრაფად, მეორე - ზოგადად გაზზე დამოკიდებულების შემცირება. რუსული გაზის აღმოფხვრას ექნება თავისი საფასური, მაგრამ ეს არის სწორი ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით, ეს ასევე იქნება უფრო ძლიერი სტრატეგიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.