1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი, ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„მე შევხვდი ვლადიმერ პუტინს გასულ წელს და ნათელი იყო, რომ მისი ზრახვები ჩვენი ზრახვებისგან განსხვავდებოდა. ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დემოკრატიას 21-ე საუკუნეში ფუნქციონირება არ შეუძლია. კონსენსუსის მიღწევა რთულია და ავტოკრატიას პროცესების მართვა შეუძლია. ჩემი ამოცანა დემოკრატიის მშენებლობა და ერთობის შენარჩუნებაა. მე ამაზე არ ვხუმრობ. ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტობიდან ვამბობ, რომ პუტინს ნატოს დაშლა უნდა. ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა ბაიდენმა.