"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ჯო ბაიდენი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალებს გაგზავნის - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბალტიელი მოკავშირეების: ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის გასაძლიერებლად სამხედრო ტექნიკისა და ძალის ევროპაში დამატებითი გადაადგილების ნებართვა გასცა. ინფორმაციას THE HILL-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბალტიის რეგიონში 800 ჯარისკაცი, აღმოსავლეთ ფლანგის რამდენიმე ადგილას კი რვა F-35 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავი გაიგზავნება. ასევე, ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში მოიერიშე შვეულმფრენებს გაგზავნიან.