გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში გადაჰყავთ
1785958173
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჯარისკაცებს მოუწოდა, ომი დაასრულონ და სახლში დაბრუნდნენ, რადგან უკრაინელი ხალხი ბოლომდე იბრძოლებს.
„რუს ჯარისკაცებს მივმართავ, ჯერ კიდევ გაქვთ გადარჩენის შანსი. ჩვენმა წინააღმდეგობამ გიჩვენათ, რომ არ დავნებდებით, რომ ვიომებთ, ვიდრე ჩვენს მიწას არ დავიბრუნებთ. კიდევ შეგიძლიათ გადარჩეთ, თუ უბრალოდ წახვალთ. ნუ დაუჯერებთ თქვენს მეთაურებს, როდესაც გეუბნებიან, რომ უკრაინაში კიდევ რაღაცის შანსი გაქვთ. ტყვეობისა და სიკვდილის გარდა აქ არაფერი გელოდებათ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.