1746733863
ჯანმოს დირექტორი: მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება შეგვიძლია

მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება შეგვიძლია, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ინფორმაციას Lefigaro ავრცელებს.
„მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება შეგვიძლია. შეგვიძლია დავასრულოთ Covid-19, როგორც გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა. სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია ან საუბარი პანდემიის დასრულებაზე, რადგან მსოფლიოში ამჟამად იდეალური პირობებია შექმნილი სხვა ვარიანტების გაჩენისთვის, მათ შორის უფრო გადამდები და უფრო ვირუსული ვარიანტებისთვის“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.