ვინ არის ექიმი, რომელიც ირწმუნება, რომ კოვიდის საწინააღმდეგო წამალი შექმნა

თავართქილაძე

„იმედი სიმსივნიანი პაციენტებისთვის“-  ექიმი, რომელიც ახლა ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი შექმნა, ცნობილი სწორედ ასეთი შესიტყვებით გახდა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თსსუ-ის და რენე-დეკარტეს უნივესრიტეტის (საფრანგეთი, პარიზი) პროფესორის, ონკოლოგიის, მოლეკულური მედიცინის ექსპერტის, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (საფრანგეთი - ლიონი) კვლევითი ჯგუფის წევრის, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორის, ალექსანდრე-ალეკო თავართქილაძის კაბინეტთან მუდამ ხალხმრავლობაა. 

ალექსანდრე თავართქილაძე მიიჩნევს რომ კარგი ექიმი არის ... 

„ის, ვინც პაციენტის ისტორიას სამუშაო საათების შემდეგ სახლში წაიღებს, დაღლილი არაერთხელ გადახედავს და ქვეშეცნეულად თან სდევს პრობლემის დაძლევის ჟინი. ეს ერთგვარი აზარტიც გახლავთ ექიმისთვის. პაციენტი უნდა იყოს მისი ძირითადი საფიქრალი“.

უამრავი მადლიერი პაციენტის ფონზე, ალეკო თავართქილაძე ცნობილი მსახიობის, გიორგი მახარაშვილის მკურნალი ექიმიცაა.  როგორც იცით, მსახიობმა წლების წინ მძიმე სენი დააამრცხა.

„ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი გახდნენ ადამიანები და ცხოვრება. ჩემი შეხედულებები, დამოკიდებულებები, ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს აზროვნებაში ისეთი ძირეული რამ შეიცვალა, რომ სამუდამოდ ასე დარჩება. რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი ახლა მნიშვნელოვანი გახდა. ცხოვრება და სიცოცხლე უფრო დავაფასე. ეს დაავადება რომ დავამარცხე, 90%-ით იმ ადამიანების დამსახურებაა რომლებიც გვერდში დამიდგნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგიდგება ექიმი. ჩემი მკურნალი ექიმი ალექსანდრე თავართქილაძე ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ამ საკითხს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდი“, – იხსენებს მსაიხობი.

თავართქილაძის პაციენტი იყო საქართველოს პატრიარქიც. სწორედ მან აჩუქა ექიმს მადლიერების ნიშნად ოთხფეხა მეგობარი სახელად „ბუთა“.

ალექსანდრე თავართქილაძის მედიკამენტით დღეის მდგომარეობით, ე.წ. მიხაილოვის კლინიკაში, მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად 21. ჯერჯერობით, ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულ პრეპარატზე განმარტება არ გაუკეთებია. უცნობია, წამყვანი სპეციალისტების მოსაზრებაც.