ქართველი ექიმი ირწმუნება, რომ კოვიდის წამალი შექმნა - რას ამბობენ ინფექციურ საავადმყოფოში

ალექსანდრე თავართქილაძე

ქართველი ექიმი ირწმუნება, რომ კოვიდის წამალი შექმნა. ამ პრეპარატის შემქმნელი ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე თავართქილაძეა. გთავაზობთ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას:

„კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი "სულანჟერი" (კაფსულები და პერორალური ამპულები). შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში (გვ.84).

მედიკამენტი ამ ეტაპზე გაყიდვაში არაა. კვლევები მიმდინარეობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მიხაილოვში და საჩხერის საავადმყოფოში.

დღეის მდგომარეობით, ე.წ. მიხაილოვის კლინიკაში, "სულანჟერით" მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად 21.

პაციენტის ჩართვის კრიტერიუმებს წარმოადგენს: 
1. სატურაცია >90% ატმოსფერულ ჰაერზე
2. ასაკი 18 წლიდან ზემოთ.
3. კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან არაუმეტეს 7 დღე. 
4. გამონაკლისი იქნა დაშვებული რეანიმაციის განყოფილებაში მყოფ 3 უმძიმეს პაციენტზე, რომლებიც "სულანჟერის" მკურნალობაში ჩაერთნენ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ.

თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაეწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკია 87 წ. 
არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მით უმეტეს, სიკვდილი“...

 

„პრაიმთაიმი“ მედიკამენტის ეფექტურობასთან დაკავშირებით დაუკავშირდა ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც განმარტეს, რომ სანამ მსგავს პრეპარატებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან არ იქნება მინიჭებული ლიცენზია, მანამდე ოფიციალური კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

„ოფიციალური სტურქტურებიდან თუ არ იქნება მოწოდებული ინფორმაცია, რომ აღნიშნილი პრეპარატი გამოვიყენოთ სამკურნალოდ, ვერც ცდას ჩავატარებთ და ვერც მკურნალობას დავნერგავთ.

ასეთი შემოთავაზებებით კვირაში 5 მოქალაქე მაინც მოდის ინფექციურ საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, ყველას უარს ვეუბნებით, რადგან შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა იყოს გადამოწმებული.

მაგალითისთვის, მოდიან 3-ლიტრიანი ქილით, ტაბლეტებით, ფხვნილით, მცენარეების ნაკრებით. ასეთი მეთოდებით მკურნალობა არც მომხდარა და არც მოხდება“, - აცხადებენ კლინიკაში.

 

ასევე ნახეთ - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე