ჯანმოს დირექტორი: ახლა მსოფლიოში იდეალური პირობებია შექმნილი კორონავირუსის უფრო გადამდები და უფრო სახიფათო შტამის გაჩენისთვის

გებრეიესუსი

ახლა მსოფლიოში იდეალური პირობებია შექმნილი კორონავირუსის უფრო გადამდები და უფრო სახიფათო შტამის გაჩენისთვის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, იდეალური პირობებია შექმნილი უფრო გადამდები და უფრო სახიფათო ვარიანტების გაჩენისთვის. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს დავასრულოთ კორონავირუსის პანდემია, როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ამისთვის“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანმოს დირექტორის თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი „ომიკრონი“ ვარიანტის დაბალ სიმძიმესთან ერთად ცრუ ნარატივს იწვევს, რომ პანდემია დასრულდა.