დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაა კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ვირუსი უკვე გადაიტანა, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ 2 კვირაში ან ერთ თვეში მათ ახალი სიმპტომები ეწყებათ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გადაცემა „დღის თემაში“ განმარტავს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ტოვებს ომიკრონის შტამი ადამიანში იმუნიტეტს:
„კონკრეტულად ომიკრონი რამდენ ხანს ტოვებს ადამიანში იმუნიტეტს, ზუსტად არავინ არ იცის. ისევე, როგორც ზუსტად არ იცოდნენ სხვა შტამებზე. ასე ჩათვალეს კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომ გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა, ხოლო შემდგომ შეიძლება არ იყოს ისეთი ძლიერი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ იმუნიტეტი მაინც რჩება 6 თვის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთ პაციენტთან, შეიძლება უფრო მეტი დროითაც. მაგრამ, მაღალ იმუნიტეტად, რომელიც უფრო სარწმუნოდ იცავს პაციენტს, 60 დღე ითვლება."- ამბობს ის.