1773294757
დონალდ ტრამპმა „აქსიოსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირანში ომის მალე დასრულება დააანონსა
დონალდ ტრამპმა ირანში ომის მალე დასრულება „აქსიოსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დააანონსა და აღნიშნა, რომ იქ მიზანში ამოსაღები თითქმის აღარაფერი დარჩა. ტრამპის თქმით, ირანი 47 წლიანი სიკვდილისა და განადგურების საფასურს იხდის.
„ირანთან ომი მალე დასრულდება, ვინაიდან თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები. ცოტა ის, ცოტა ეს... როდესაც მომინდება, რომ ის დასრულდეს, დასრულდება. ომი შესანიშნავად მიდის. გრაფიკს მნიშვნელოვნად ვუსწრებთ. მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლოდ მივიჩნევდით, პირველი ექვსი კვირის განმავლობაშიც კი. ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ნაწილის დაპყრობას ცდილობდნენ. ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის, რომელიც გამოიწვიეს. ეს ანგარიშსწორებაა“, - განაცხადა ტრამპმა.












