1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სლოვაკეთის ხელისუფლებამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ზაპოროჟიედან ბიჭი "ღამის გმირად" დაასახელა მას შემდეგ, რაც მათ განაცხადეს, რომ მან უკრაინის საზღვარი სლოვაკეთში დამოუკიდებლად გადაკვეთა. ამის შესახებ CNN წერს.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 წლის მოზარდს ჰქონდა ზურგჩანთა, პოლიეთილენის ჩანთა და პასპორტი, მკლავზე კი ტელეფონის ნომერი ეწერა.
„ის მარტო ჩამოვიდა, რადგან მშობლებს უკრაინაში მოუწიათ დარჩენა. მოხალისეებმა იზრუნეს, გადაიყვანეს თბილ ადგილას, აჭამეს და მოაწყვეს“, - აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიჭის ხელზე და მის პასპორტში დაკეცილ ფურცელზე დაწერილი ინფორმაციის წყალობით, მესაზღვრეებმა სლოვაკეთში ბიჭის ნათესავებთან დაკავშირება შეძლეს. უცნობია, რატომ იყო ბიჭი თანხლების გარეშე.
„მან მოხიბლა ყველა თავისი ღიმილით, უშიშრობითა და მონდომებით, ნამდვილი გმირის წოდების ღირსია“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს მონაცემებით, 3 მარტის მდგომარეობით, 24 თებერვლიდან უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. მოქალაქეები ისეთ ქვეყნებში წავიდნენ, როგორიც არის უნგრეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა და რუმინეთი.