VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსეთთან ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის სხვადასხვა კუთხეში 4311 ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში უკრაინელებმა თითქმის 4000 ახალი ოჯახი შექმნეს.
„რუსეთთან ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის სხვადასხვა კუთხეში 4311 ბავშვი დაიბადა.
ასევე ამ დროის განმავლობაში უკრაინელებმა შექმნეს თითქმის 4000 ახალი ოჯახი. 3973 წყვილმა ომის დროს კავშირის გამტკიცება ოფიციალურად გადაწყვიტა.
რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მიუხედავად, უკრაინელები არ კარგავენ სულისკვეთებისა და რწმენის სიმტკიცეს.
მტერი განადგურდება! ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - აღნიშნულია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.