პროკურორები P.Diddy-ის პატიმრების მოსყიდვაში ადანაშაულებენ
1731939489
"ინსტიტუციები და სახელმწიფოები უფრო მაღალი კატეგორიაა, ვიდრე ინდივიდუალური განცხადებები. ადამიანები იცვლებიან, თუმცა პარტნიორობა, თანამშრომლობა და ის შეთანხმებები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ", მათ შორის, ევროკავშირთან მიმართებაში გააკეთა, ყოველთვის რჩება", - ეს განცხადება "დღის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა გააკეთა.
ნინო წილოსანი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, შეასრულონ სხვადასხვა შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და "ნუ დააზიანებენ იდეას".
"ჩემთვის სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, არაერთი წარმოუდგენლად მიუღებელი განცხადება მოგვისმენია დასავლეთიდან, უცხოელი აქტორების მხრიდან, თუმცა ინსტიტუციები და სახელმწიფოები უფრო მაღალი კატეგორიაა, ვიდრე ინდივიდუალური განცხადებები. რა თქმა უნდა, ადამიანები იცვლებიან, თუმცა პარტნიორობა, თანამშრომლობა და ის შეთანხმებები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ", მათ შორის, ევროკავშირთან მიმართებაში გააკეთა, ყოველთვის რჩება. ამიტომ, ამოგლეჯილად, რომელიმე წარმომადგენელი თუ აქტორი რა განცხადებას გააკეთებს, ვფიქრობ, არ უნდა აიყოს იმის მანიშნებელი, თუ რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად დასავლეთს საქართველოს მიმართ.
ამავდროულად, წარმოუდგენელია, რომ ის შეთანხმება, რომელიც ჩვენს ევროკავშირთან გვაქვს ასოცირებიდან მოყოლებული, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გაგრძელებული [დაირღვეს]. [ყველა ეს შეთანხმება] ორივე მხარეს გვავალდებულებს, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვიმოქმედოთ. "ქართულმა ოცნებამ" ძალიან წარმატებულად გაიარა თითოეული ნაბიჯი და მე ვთხოვდი ჩვენს პარტნიორებს, რომ ის ვალდებულება, რაც პარტნიორს გააჩნია [შეასრულოს]; იყოს სამართლიანი, დაიცვას ამ შეთანხმების პირობები და იყოს ამ იდეის ერთგული, თავადვე ნუ დააზიანებენ ამ იდეას," - განაცხადა ნინო წილოსანმა.