რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად,- ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.
„ეს ვაქცინა მზად იქნება მარტში. ჩვენ უკვე ვიწყებთ გარკვეული რაოდენობის დოზების წარმოებას“, - აღნიშნა კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ალბერტ ბურლას თქმით, აღნიშნული ვაქცინა ასევე იქნება მიმართული სხვა ვარიანტების წინააღმდეგაც, რომელიც ამჟამად ცირკულირებს.
„იმედია, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ უკეთესი დაცვა გვქონდეს, განსაკუთრებით ინფექციებისგან, რადგან ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე დაავადებისგან დაცვა ამჟამინდელი ვაქცინებით გონივრულია, თუ მესამე დოზას მიიღებთ“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.