1728312638
გიორგი ღიბრაძე: ვაქცინაციის სანაცვლოდ კვლავ გრძელდება 200 ლარიანი წახალისება 50 წელს ზემოთ პირებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთება,-ამის შესახებ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„კვლავ გრძელდება 200 ლარიანი წახალისება 50 წელს ზემოთ პირებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთება. დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები ამ მომენტისთვის არაფერი ყოფილა, საბჭო კვლავ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგსა და კონტროლს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.