„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
"უკრაინაში ომის დაწყებიდან ომის 15 000-მდე სავარაუდო დანაშაული დაფიქსირდა. იდენტიფიცირებულია, დაახლოებით, 600 ეჭვმიტანილი და სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის წინააღმდეგ დაიწყო",- ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეჭვმიტანილთა სიაში შედიან რუსეთის მაღალი რანგის სამხედრო პირები, პოლიტიკოსები და პროპაგანდისტული აგენტები. 15 000-მდე დანაშაულიდან რამდენიმე ათასი დონბასის რეგიონში დაფიქსირდა. დანაშაულები მოიცავს ადამიანების შესაძლო იძულებით გადაყვანას რუსეთის სხვადასხვა ნაწილში, წამებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას", - ამბობს ვენედიქტოვა.