დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"აშშ მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღების საკითხი ევროკავშირსა და ამ სამ ქვეყანას [საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას] ეხებათ. იცით, რომ სამივე ქვეყნის შემთხვევაში, აშშ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ მისწრაფებებს, ევროპულ ამბიციებს.
ჩვენ მათ გვერდით ვიყავით იმ გზაზე, რომელიც მათ დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე გაიარეს და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, სანამ ისინი განაგრძობენ ამ გზაზე სვლას",- განაცხადა ნედ პრაისმა.