Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
კომპანია Space Entertainment Enterprise (S.E.E.), რომელიც ტომ კრუზის მონაწილეობით, კოსმოსში ფილმის გადაღებას გეგმავს, აცხადებს, რომ ორბიტაზე საკუთარ კინოსტუდიას ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კინოსტუდია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდული იქნება და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უწონობის პირობებში კონტენტის შექმნას მოისურვებს, ასეთი შესაძლებლობა მიეცემა, კონტენტის ტრანსლირება კი პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.
კომპანიის გათვლებით, კინოსტუდიის მშენებლობა 2024 წელს, დეკემბერში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ორბიტული სადგურების მწარმოებელი Axiom Space-ი გაუძღვება.
გეგმის მიხედვით, სპორტულ და გასართობ არენებს, ასევე გადასაღებ სტუდიას მოიცავს.
სახელწოდებით SEE-1, მოდული განკუთვნილი იქნება ფილმების, ტელევიზიის, მუსიკისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ასევე მათთვის, ვისაც დაბალ ორბიტაზე, მიკროგრავიტაციულ გარემოში კონტენტის შექმნა მოესურვებათ.
ობიექტები საშუალებას მისცემს კონტენტის განვითარებას, კინო ინდუსტრიას, გადაცემების ჩაწერას, მაუწყებლობას და პირდაპირ ეთერში გადაცემას.