66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
რუსეთის ძალების მხრიდან ოკუპაციის 35 დღის განმავლობაში, გოსტომელში 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ინფორმაციას უკრაინული მედია გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ტარას დუმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მოკლეს, მაგრამ მათ ამ დრომდე ვერ ვპოულობთ. როდესაც კავშირი იყო, თვითმხილველებმა შეძლეს ინფორმაციის მოწოდება.
გოსტომელის მიმართულებით, გზაზე დაცხრილული ავტომობილები იყო, რომლებშიც ცხედრები ესვენა, მათ შორის, ბავშვების; მაგრამ ეს ცხედრები გაქრა“, – განაცხადა ტარას დუმენკომ.