მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ - გახარია მთავრობის გადაწყვეტილებაზე

გახარია

ევროკავშირში საქართველოს მიერ გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილებას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია გამოეხმაურა.

ის  როგორც მმართველ გუნდს ასევე ოპოზიციას მოუწოდებს გაერთიანდნენ იდეის ირგვლივ და სწრაფად, რათა ეფექტიანად მივიდეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.

„მივესალმებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას. აუცილებელია განაცხადს მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით.

ვთავაზობთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მაქსიმალურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ აქტორს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან - გვერდით გადავდოთ მსჯელობა იმაზე, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა აღნიშნულ პროცესში, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.

მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - წერს გიორგი გახარია.