თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მეუღლესთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ქმარი თითქმის არ უნახავს.
მისი თქმით, 24 თებერვალს ფანჯრის მიღმა უცნაურმა ხმებმა გააღვიძა. როდესაც თვალები გაახილა, ქმარი ოთახში არ იყო, გვერდით ოთახში გასულმა კი ვოლოდიმირისგან საშინელი სიტყვები მოისმინა: „დაიწყო“.
იმ მომენტიდან, ოლენა აღიარებს, რომ ოცნებობს ქმრისგან მოისმინოს მხოლოდ ორი სიტყვა „ყველაფერი დასრულდა", რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის.
„მე ვცხოვრობ იმით, რომ ველოდები, როდის მეტყვის ამას. მე მესმის, რომ მე არ ვიქნები პირველი, ვისაც ის ამას ეტყვის, მაგრამ მინდა ამის მოსმენა ტელევიზიით მაინც", - თქვა ოლენა ზელენსკამ ინტერვიუში.