„ეს უკრაინელი გოგონაც ვინმეს ესხმოდა თავს?“ - მაქსიმ გალკინი ბავშვის ვიდეოს აქვეყნებს

მაქსიმ გალკინი

მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან გაემგზავრნენ, მეუღლეების ახალი ადგილსამყოფლის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ამბობენ, ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ალა პუგაჩოვა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა. მომღერალმა პატარა უკრაინელი გოგონას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც უმძიმეს ისტორიებს ჰყვება.

პუგაჩოვა ვიდეოსთან ერთად წარწერას აქვეყნებს: „მე ხშირად ვესაუბრები ბავშვებს ტელევიზიიდან, იმდენი ლამაზი საბავშვო ზღაპარია მოსაყოლი. ბავშვები არ უნდა გადიოდნენ ამ ჯოჯოხეთს . ეს უკრაინელი გოგონაც ვინმეს ესხმოდა თავს? - არა“ – წერს ალა პუგაჩოვა.

პატარა კირა, რომლის ვიდეოც ალა პუგაჩოვამ გამოაქვეყნა, მარიუპოლიდან არის და ყვება, როგორ ემალებოდნენ რუსული ჯარის სისასტიკეს სარდაფში, როგორ აფეთქდა მის წინ ჭურვი და როგორ დაინახა გარდაცვლილი ადამიანები.

 

ნახეთ ვიდეო