გაეროს მონაცემებით, უკრაინიდან გაქცეული მიგრანტების რაოდენობა 500 000-მდე გაიზარდა

migrantebi

გაერო მონაცემებს აახლებს. ამ დროისთვის უკრაინიდან გაქცეული მიგრანტების რაოდენობა 500 000-მდე გაიზარდა.

ნახევარი მილიონი მოქალაქე სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, თუმცა ყველაზე დიდი ნაკადი მაინც მეზობელმა სახელმწიფოებმა მიიღეს.

მიგრანტები, რომლებიც კილომეტრიან რიგებში იყვნენ პოლონეთის საზღვართან, პოლონეთმა მათ ავტობუსები გამოუგზავნა. ასევე მოქალაქეები ამბობენ, რომ საზღვრიდან გადასვლის შემდგომ არის საკვები და მოხალისეთა დიდი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა დახმარებით მიგრანტებს.

ასევე მომარაგებულია პირველადი დახმარების ნივთები. დახმარებაში აქტიურად არის ჩართული წითელი ჯვარი და ოპერატიულად ხდება მოქალაქეების გადაყვანა დროებით საცხოვრებლებში.

მიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი მიემართება პოლონეთში და მათი რიცხვი დღევანდელი სტატისტიკის მონაცემებით აღწევს 281 000.

როგორც მიგრანტები ამბობენ, ძირითადად სხვა ქვეყნის საზღვრებთან ქალები და ბავშვები არიან, ხოლო კაცები კი მტერთან დასახვედრად უკრაინაში დარჩნენ.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მიგრანტთა რიცხვი ორჯერ გაიზარდოს და ერთ მილიონს მიაღწიოს.