„გაერომ“ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთი ჩეხეთით ჩაანაცვლა

gaero

 „გაეროს“ გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთი ჩეხეთით ჩაანაცვლა. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.  გადაწყვეტილებას 157-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 23-მა თავი შეიკავა.  

ჩეხეთი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის შემცვლელად დასახელდა.  შეგახსენებთ, 7 აპრილს, 93 ხმით 24-ის წინააღმდეგ გაერო-მ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის მუშაობის შეჩერებას მხარი დაუჭირა.