66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მას არ აქვს გამარჯვება, რომლის აღნიშვნაც შეუძლია.
ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, რუსეთის ლიდერმა 9 მაისთან დაკავშირებით თავისი სიტყვით გამოსვლა არ გამოიყენა უკრაინიდან გასვლის გამოცხადებისთვის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის ომი გაგრძელდება.
"უკრაინაში პუტინის მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. მან ვერ შეძლო უკრაინის რამდენიმე დღეში დაჩოქება. კონფლიქტი არ დასრულებულა, რა თქმა უნდა, მან არ გამოაცხადა ჯარების გაყვანა. ჩვენი შეფასებით, ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი კონფლიქტი," - აღნიშნა გაეროში შტატების ელჩმა.