1737312489
დაუწესდება თუ არა სანქციები რუსეთის პატქიარქს
ევროპულმა კომისიამ რუსეთის პატრიარქის, კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს ზომები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის ნაწილია, რომლის შესახებაც განცხადება დღეს კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სანქციების სიაში 58 პირი შედის. სანქციების პაკეტის დეტალები დღის ბოლოს გამოქვეყნდება.