პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაეროს მონაცემებით, უკრაინა 5,5 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა.
ოფისის ინფორმაციით, 29 აპრილის მდგომარეობით უკრაინა 5 468 629 ადამიანმა დატოვა. ლტოლვილთა უმეტესობა – სამ მილიონზე მეტი ადამიანი პოლონეთში გადავიდა, შემდეგ მოდიან: რუმინეთი, რუსეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი და ბელარუსი.
ამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დამატებით 7,7 მილიონი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პირებს უკრაინა არ დაუტოვებიათ, თუმცა ომის გამო საკუთარი სახლების მიტოვება მოუწიათ.