პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ესაუბრა. როგორც თეთრი სახლის პრესრელიზშია აღნიშნული, ბლინკენმა „რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას“.
„სახელმწიფო მდივანმა ინფორმაცია მიაწოდა ამერიკელი დიპლომატების უკრაინაში დაბრუნების გეგმების შესახებ, მათ შორის, ამ კვირაში, ლვოვში მოსალოდნელ ვიზიტებსა და გეგმებზე, რომელთა მიხედვითაც, ამერიკელი დიპლომატები კიევში რაც შეიძლება მალე დაბრუნდებიან“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.