არესტოვიჩი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ იზიუმთან რუსეთის ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ იზიუმთან რუსეთის ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.

მისი თქმით, განადგურებულია ასობით ჯარისკაცი, რომელთა შორის შესაძლოა, რუსი გენერალიც იყოს.

„ორი დარტყმა იზიუმზე, ერთი საჰაერო სადესანტო ძალების შტაბზე, მეორე კომბინირებული ძალების შტაბზე. ქვედა საზღვარზეც კი, ერთ ადგილას 100 გვამი, მეორეში 200, მესამეზე 100 მაინც. ზედა ზღვრად 200-300 ასახელებენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა ასევე კომენტარი გააკეთა საჰაერო სადესანტო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ სიმონოვის შესაძლო დაღუპვის შესახებ.

„ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, განადგურებულია საჰაერო სადესანტო ძალების შტაბის უფროსი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

სხვა სიახლეები