ფოტოები: ცრემლიანი და დაღლილი - როგორ შეიცვალნენ ვარსკვლავები უკრაინაში ომის პერიოდში

უკრაინელი ვარსკვლავი

ბევრი ხელოვანი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან იცავდა ქვეყანას. იქნებოდა ეს საინფორმაციო ომში ჩართვა, თუ მტერთან დაპირისპირება.

სხვების მსგავსად, ვარსკვლავებსაც აქვთ ემოციები და აქვთ უფლება იყვნენ სუსტები. ემოციები, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით გამძაფრდა, პირდაპირ გავლენას ახდენს მათ გარეგნობაზე.

ნახეთ, როგორ შეიცვალნენ არტისტები გარეგნულად ომის განმავლობაში:

მაშა ეფროსინინა

ტელეწამყვანმა და ბლოგერმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთაგრესიის დაწყებისთანავე, საჯაროდ მიმართა რუსებს და ბელორუსებს. ეფროსინინამ მოუწოდა ცოლებს და დედებს, არ გაგზავნონ თავიანთი შვილები და მეუღლეები უკრაინაში ომში, რადგან მათ იქ მოკლავდნენ. იგი ასევე ამბობდა, რომ  ეს არ არის „განმათავისუფლებელი სპეცოპერაცია“. 

თავის ვიდეოში მაშა ემოციების ზღვარზე იყო - ტიროდა და ლანძღავდა, რაც ადრე მისთვის უჩვეულო იქნებოდა. სწორედ ამ ემოციურმა მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ ეფროსინინა კადრში დაღლილი და ცრემლიანი თვალებით ჩანს. 

ანდრეი ხლივნიუკი

ჯგუფ „ბუმბოქსის“ ლიდერი თავისი ქალაქისა და ქვეყნის დასაცავად დგას - იგი ტერიტორიული თავდაცვის რიგებში შევიდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაბომბვისას ხლივნიუკმა სახის არეში ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში იმყოფება. 

თავად მუსიკოსი ამბობს, რომ დაზიანება არც თუ ისე სერიოზულია, ამიტომ უახლოეს მომავალში აპირებს დაუბრუნდეს ქვეყნის დაცვას რუსი დამპყრობლებისგან.

ნადია დოროფეევა

ნადია შეუერთდა უკრაინული მედიის ბევრ ფიგურას და თებერვლის ბოლოს მან ჩაწერა ვიდეო მესიჯი რუსი კოლეგების საინფორმაციო მხარდაჭერისა და ომის შეჩერების თხოვნით. ვიდეოში ნადია, როგორც ჩანს, სადღაც სამალავში იჯდა აჩეჩილი თმით და ტიროდა. ასეთი დაღლილი და გამოფიტული გარეგნობა სულაც არ არის გასაკვირი.

სვიატოსლავ ვაკარჩუკი

ჯგუფ „Okean Elzy“ სოლისტი ტერიტორიული თავდაცვის რიგებს შეუერთდა. ის მოგზაურობს ცხელ წერტილებში, უჭერს მხარს უკრაინელ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს. ის ახლახან ჩავიდა ხარკოვის მეტროში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფარად იყენებს. მუსიკოსმა მათ თავისი სიტყვებითა და სიმღერებით მხარი დაუჭირა. საკუთარი სიმღერებით ვაკარჩუკს თანამემამულეები არაერთხელ გაუმხნევებია. 

ნასტია კამენსკი

წარსულში ინსტაგრამზე მომღერალი აქვეყნებდა თვალწარმტაც ფოტოებს საზღვარგარეთის შვებულებიდან, რომლისაც ბევრს შურდა. ახლა იგი ფერმკრთალი და აცრემლებული მთელ მსოფლიოში უჩვენებს თაყვანისმცემლებს, რომ უკრაინაში მიმდინარეობს ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. 

ანა კოშმალი

ბოლო სურათებში სერიალ „მაჭანკლების" ვარსკვლავიც ამოუცნობია - ფერმკრთალი, დაღლილი, აცრემლებული გამოიყურება. ფოტო (მარჯვნივ) ანამ გამოაქვეყნა უკრაინაში ერთთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ.