რა მსგავსებაა პუტინსა და ჰიტლერს შორის - ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ პუტინი იმავე შეცდომებს უშვებს, რასაც ჰიტლერი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხშირად იხსენებს საბჭოთა კავშირის მოვლენებს მეორე მსოფლიო ომის დროს, რათა გაამართლოს თავისი ქვეყნის შეჭრა უკრაინაში.

მიუხედავად ამისა, პუტინი უშვებს იმავე შეცდომებს, იყენებს „ჰიტლერის ხრიკებს და ტაქტიკას" თავისი სისასტიკის გასამართლებლად, ამბობენ სამხედრო ისტორიკოსები და მეცნიერები.

„რუსეთის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ისტორიის სტუდენტად წარმოაჩენს, ცდება, რადგან საკმარისად არ აქცევს ყურადღებას „დიდი სამამულო ომის“ გაკვეთილებს, რომლებსაც პატივს სცემს.

ეს ყველაფერი ალოგიკურია და ეს არის ყველაზე საშინელი. ეს არ არის ნორმალური იმისთვის, რაც მან წარსულში გააკეთა. ეს არის რაღაც, რასაც არ აქვს აზრი ბევრ დონეზე და არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში”, - ამბობს რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის ასისტენტ პროფესორი უტიკას უნივერსიტეტში, ნიუ იორკში.

პუტინმა დაივიწყა ომის ძირითადი წესი

როდესაც ბრიტანელებმა პირველი მსოფლიო ომის დროს პირველი ტანკები შემოიტანეს, ჯარისკაცები შეშინებულები გაიქცნენ. თუმცა, უკრაინა გახდა, ერთ-ერთი, რომელსაც შეესაბამება სათაური - „რუსული ტანკების სასაფლაო". უკრაინელი ჯარისკაცები იყენებენ ყველაფერს, თვითმფრინავებიდან დაწყებული ჯაველინების ჩათვლით, რათა გაანადგურონ სატანკო კოლონა.

მაგრამ რუსული ტანკები შეფერხებულია კიდევ ერთი გასაკვირი მიზეზის გამო, ეს არის საწვავის ნაკლებობა და ეს მათთვის უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს. ოდესღაც ადიდებული რუსული არმია უკრაინაში ჩაიძირა არა მხოლოდ სასტიკი წინააღმდეგობის გამო, არამედ რაღაც უფრო პროზაული - ლოგისტიკის გამო.

პუტინი იყენებს ჰიტლერის მსგავს ენას ომის გასამართლებლად

გასულ ზაფხულს პუტინმა გამოაქვეყნა ვრცელი ესე სახელწოდებით „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“, რომელიც ცდილობდა აეხსნა, რომ ორ ქვეყანას შორის ხელოვნური დაყოფა იყო და რომ „უკრაინის ჭეშმარიტი სუვერენიტეტი შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან პარტნიორობით“.

პუტინის მიერ გამოყენებულმა ესემ ზოგიერთი ისტორიკოსის შეძრწუნება გამოიწვია. მათ თქვეს, რომ პუტინმა გაიმეორა იგივე რიტორიკა, რომელიც ჰიტლერმა გამოიყენა "Mein Kampf"-ში, დიქტატორის ავტობიოგრაფიასა და პოლიტიკურ მანიფესტში.

„ფიურერის მსგავსად, რუსეთის პრეზიდენტი წუხს ტრაგედიაზე, რომელიც დაატყდა თავს მის სამშობლოს, უწინდელ იმპერიას და მასაც სურს საათის უკან დაბრუნება“, - წერს ისრაელის გაზეთი Haaretz-ის რეპორტიორი, თავის ერთ-ერთ სტატიაში.

ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი კავშირი პუტინსა და ჰიტლერს შორის. პუტინის ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ ის იყენებს ნაცისტურ ენას და პროპაგანდის მეთოდებს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

ისტორიკოსებმა რუსულ ტანკებზე დატანილი „Z“ შეადარეს სიმბოლოს, რომელსაც ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკებში იყენებდნენ.

ტიმოთი სნაიდერის, ცენტრალური ევროპის ისტორიისა და ჰოლოკოსტის წამყვანი ავტორიტეტის თქმით, პუტინის მიერ ტყუილების თქმით, რომ უკრაინას გენოციდისკენ მიდრეკილი ნაცისტები მართავენ, რუსეთის პრეზიდენტი დასცინის ხალხს, ვინც გადაურჩა ჰოლოკოსტს.

ქვეყანაში, სადაც მრავალი მოქალაქის წინაპარი დაიღუპა ჰოლოკოსტის დროს, ომის გასამართლებლად ასეთი ისტორიული ტრაგედიის მოხმობამ შეიძლება ზოგიერთ უკრაინელს უფრო მისცეს ძალა, დაიცვას საკუთარი სამშობლო.

ალბათ ამიტომაც უკრაინელების ნაწილი პუტინს რუსეთის პრეზიდენტს აღარ უწოდებს. ისინი მას „ახალ ჰიტლერად“ მოიხსენიებენ.