ეს გოგონა ყოველდღიურად რეკავს რუსეთში, რათა ხალხს ომის შესახებ მოუყვეს

გოგონა ლიტვიდან

მარია სტონიტი, ლიეტუვიდან ყოველდღიურად რეკავს რუსეთში, რათა ხალხს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ მოუყვეს.

გოგონა ტელეფონის ნომერს შეშფოთებული კრეფს, მეორე მხარეს კი ქალი პასუხობს:

„მე გირეკავ, რომ მოგაწოდო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. არ ვიცი, იცით თუ არა ბევრი რამ იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად ახლა უკრაინაში, ”- ამბობს სტონიტი

„ნამდვილი სიმართლე ის არის, რომ ეს არის საშინელი შემოჭრა“.

ეს არის ერთ-ერთი იმ ათეულობით „ცივი ზარიდან“, რომელსაც სტონიტი და მისი მეუღლე ყოველდღიურად ახორციელებენ რუსეთში. ეს მოხალისეობრივი ინიციატივის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ე.წ. ციფრული რკინის ფარდის დანგრევას.  წყვილის შესახებ CNN წერს. მსგავსად იქცევიან სხვა მოხალისეებიც. 

პროპაგანდის გამო რუსეთში რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის რეალურად რა ხდება უკრაინაში.

რუსეთმა აუკრძალა სახელმწიფო მედიას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებას „შეჭრა“ ან "ომი" უწოდონ. მათ კი, ვინც პუტინის საქციელს აკრიტიკებს, მკაცრი სასჯელი ემუქრება.

ამასთან, მოსკოვის სასამართლომ აკრძალა ფეისბუქი და ინსტაგრამი „ექსტრემისტული აქტივობისთვის“, ხოლო ახალი ცენზურის კანონი ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას „ყალბი“ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის. ზეწოლამ აიძულა დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოშვებები დაეტოვებინათ ან დაეხურათ მაუწყებლობა, რითაც სახელმწიფო მედიაში ადგილი დარჩა პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.