პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპის რამდენიმე დიდი ქალაქის მერებს უცნობი პირი, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს სახელით დაუკავშირდა და ვიდეოფორმატში „აბსურდულ საკითხებზე“ ელაპარაკა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, თაღლითებმა დაურეკეს ბერლინის, მადრიდისა და ვენის მერებს
გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში თავად კლიჩკო აღნიშნავს, რომ „ეს დანაშაულებრივი აქტივობა სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს“ და „აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ დგას ამ ფაქტების უკან“.
24 ივნისს, ბერლინის მერმა, ფრანცისკა გიფეიმ უპასუხა ზარს ადამიანისგან, რომელიც მას კიევის მერის სახელით წარუდგა. ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც კლიჩკოს სახელით მოქმედმა პირმა მოითხოვა იმ უკრაინელ ლტოლვილებზე საუბარი, რომლებიც ბერლინში სოციალური დახმარების მიღებას ცდილობენ.
ასევე, მისი თხოვნა იყო საუბრის რუსულად, თარჯიმნის დახმარებით წარმართვა მაშინ, როცა ნამდვილი ვიტალი კლიჩკო თავისუფლად ფლობს როგორც გერმანულ, ასევე ინგლისურ ენებს.
„მე არასოდეს მჭირდება თარჯიმანი“, - ამბობს კიევის მერი ინტერვიუში.
გამოცემის ცნობით, ეჭვი ასევე გამოიწვია კლიჩკოს სახელით მოქმედი პირის საუბარმა ლგბტქ+ თემის უფლებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მან იკითხა, ხომ ვერ შეძლებდა ბერლინი კიევის დახმარებას Christopher Street Day-ის მსგავსი ღონისძიების ჩატარებაში (ლგბტქ+ თემის აღლუმი) .
გაჩნდა ეჭვი, რომ გამყალბებლები იყენებდნენ „დიპფეიკის“ ტექნოლოგიას, როცა ვიდეოგამოსახულების დამაჯერებლად გაყალბებაც არის შესაძლებელი. „ყალბი კლიჩკო" სვიტერში და ლაბადაში იყო გამოწყობილი, მაშინ როცა კიევში, ზაფხულში, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია.
Es gab keine Anhaltspunkte dafür, dass die Videokonferenz nicht mit einer echten Person geführt wird. Allem Anschein nach handelt es sich um Deep Fake. Das LKA Berlin, Staatsschutz, ist eingeschaltet. https://t.co/SWgvn9JRNR pic.twitter.com/soWNZwuQAb
— Senatskanzlei Berlin (@RegBerlin) June 24, 2022