„ასეთ თანამემამულეებთან ერთად არაფერია საშიში“ - 70 წლის უკრაინელი ბებოს საქციელზე ადგილობრივი მედია წერს

უკრაინელი ქალი

რუსმა ოკუპანტებმა 70 წლის ქალი უმოწყალოდ სცემეს და ხერხემლის მალა გაუტეხეს, იმის გამო, რომ მან უკრაინული პასპორტის ჩაბარებაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.

მანქანა, რომელშიც ქალი იმყოფებოდა, რუსეთის საგუშაგოზე გააჩერეს. წაართვეს ძვირფასი ნივთები. როდესაც ტატიანა ანტონიუკიმ უარი თქვა უკრაინული პასპორტის მიცემაზე – ეს იყო მისი, როგორც უკრაინელის პრინციპული პოზიცია – ის სცემეს, რის შემდეგაც, სასწაულებრივად გაიქცა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ პატრიოტი ტატიანა ანტონიუკი მძიმედ დაშავდა, თუმცა მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ახლა ლვოვის საავადმყოფოში მკურნალობს.

“მამაცმა ქალმა ხერსონიდან ევაკუაციის დროს, საგუშაგოზე რაშისტებისთვის პასპორტის მიცემაზე უარი თქვა, რის გამოც სასტიკად სცემეს. მან მაინც მოახერხა გაქცევა და თვეზე მეტია მკურნალობს ლვოვის საავადმყოფოში. ასეთ თანამემამულეებთან ერთად არაფერია საშიში!”,- წერს გერაშენკო.