ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, ის აკეთებს მისი მომავლის შესახებ არჩევანს, თუმცა კრემლს არ მოსწონს და ომით ემუქრება,

ursula fon der laini

უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, ის აკეთებს მისი მომავლის შესახებ არჩევანს, თუმცა კრემლს არ მოსწონს და ომით ემუქრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინელი ხალხი მამაცურად ცდილობს ცხოვრების გაგრძელებას, თუმცა მრავალ მათგანს კართან საგანგებოდ აქვს მომზადებული ჩანთა, ტანსაცმლითა და მნიშვნელოვანი დოკუმენტებით, იმ შემთხვევაში, თუ სახლიდან გაქცევა მოუწევს. ზოგმა, უარესის მოლოდინში, კონსერვირებული საკვები მოიმარაგა, ზოგიერთმა კი, სარდაფებში თავშესაფრები მოაწყო. ეს არ არის ისტორიები 1940-იანი წლებიდან, ეს ევროპაა 2022-ში და ეს ხდება რუსეთის მმართველების მიზანმიმართული პოლიტიკის გამო. უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, ის აკეთებს მისი მომავლის შესახებ არჩევანს, თუმცა კრემლს არ მოსწონს და ომით ემუქრება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.