იენს სტოლტენბერგი: ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება უკრაინაში, თუმცა ვითარება ცხადყოფს, რომ ევროპული უსაფრთხოების სფეროში კრიზისის წინაშე ვდგავართ

იენს სტოლტენბერგი

ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება უკრაინაში, თუმცა ვითარება ცხადყოფს, რომ ევროპული უსაფრთხოების სფეროში კრიზისის წინაშე ვდგავართ, -  ამის შესახებ  ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„მოსკოვიდან ნიშნები მოდის, რომ დიპლომატია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯერჯერობით ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანს ვერ ვხედავთ. ჯარის ან ტექნიკის გაყვანა არ ხდება. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ რუსეთი ინარჩუნებს ძალებს შეჭრისთვის, რომლებიც მზად არიან შეტევისთვის. ეს ევროპაში ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა ცივი ომის შემდეგ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.