4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დასავლურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას, სავარაუდოდ, 16 თებერვალს გეგმავდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მსურს, ვთხოვო ამერიკულ და ბრიტანულ მასობრივ დეზინფორმაციის საშუალებებს: Bloomberg-ს, The New York Times-ს, The Sun-ს, რომ ჩვენი უკრაინაში შეჭრის მომავალი წლის გრაფიკი გამოაქვეყნონ. მინდა, შვებულება დავგეგმო“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამზე“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 16 თებერვალს გეგმავდა.