თუ ვლადიმერ პუტინი ომს დაიწყებს, ყველაზე მძლავრი ბერკეტით ვუპასუხებთ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ursula fon der laini

თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს დაიწყებს, ყველაზე მძლავრი ბერკეტით ვუპასუხებთ - ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

„თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს დაიწყებს, ყველაზე მძლავრი ბერკეტით ვუპასუხებთ - ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით. ეკონომიკა რუსეთის ყველაზე სუსტი რგოლია. ფინანსური სანქციები ნიშნავს, რომ რუსეთი პრაქტიკულად მოწყვეტილი იქნება საერთაშორისო ფინანსური ბაზრებისგან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები არ დაწესდება მანამ, სანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ მოხდება.

„ყოველთვის უნდა მივცეთ რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი. ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.