საღეჭი რეზინის მოხმარებასთან დაკავშირებულმა ახალმა კვლევამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა
1768133610
ლუგანსკში სროლა გრძელდება - უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ბოლო 24 საათში, 74-ჯერ დაარღვიეს. დაიჭრა ერთი სამხედრო, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. ცეცხლის გახსნის შედეგად დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლი.
უკრაინული მხარე, რუსეთის პროვოკაციებსა და კიევის დადანაშაულების მიზნით, პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებაზე მიუთითებს. რუსული მედია კი ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, უკრაინის ძალების მიერ ლუგანსკში ცეცხლის გახსნისა და შედეგად ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.