ევროკავშირი უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული 1,5 მილიარდ ევროს უკრაინას დღეს გადაურიცხავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას. დღეს ჩვენ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს უკრაინის თავდაცვისა და აღდგენისთვის გადავრიცხავთ. კრემლის ფულის გამოყენების ამაზე უკეთესი გზა, რომელიც უკრაინას და მთელს ევროპას უფრო უსაფრთხოს გახდის, არ არსებობს“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ევროკავშირმა 2024 წლის მაისში რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.