„ეს ორი განსხვავებული ადამიანია“ - რას ამბობს ზელენსკი ცნობილ ფოტოზე, რომელმაც ყველაზე შთაბეჭდილება მოახდინა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემასთან ომის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მან საკუთარი ემოციებიც ვერ დამალა და განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში რუსი სამხედროების სიმხეცის შემდეგ, გრძნობს ზიზღს რუსეთისა და რუსი ჯარისკაცებისადმი.

„როდესაც ამ სურათებს ვხედავ ჩემ თვალწინ – მოკლულ ბავშვებს უფეხოდ, უხელოდ, ეს საშინელებაა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და ამბობს, რომ ტირილი უკვე აღარ შეუძლია, თუმცა, მსხვერპლთან შეგუება შეუძლებელია.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, შეეფასებინა თავისი ორი ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება,  ზელენსკიმ განაცხადა:

„ეს ორი სხვადასხვა ადამიანია“. მანვე აღნიშნა, რომ ეჭვობს გახდეს ისეთივე, როგორიც ადრე იყო.

რონცჰაიმერმა პრეზიდენტს ასევე დაუსვა კითხვა - რას ხედავს როცა ღამით თვალებს ხუჭავს.

"ვერაფერს ვერ ვხედავ. ძალიან მიჭირს დაძინება. არ მახსოვს ბოლოს როდის მეძინა კარგად".

 

ნახეთ ინტერვიუ