ზელენსკი: მხოლოდ პუტინი წყვეტს, როდის დასრლდება ეს ომი

ზელენსკი - პუტინი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა გერმანულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის დღესაც მზადაა, პუტინს მოელაპარაკოს.

„დღეს უკრაინას სხვა გზა არ აქვს, გარდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა. რუსეთში კი სხვა ძალას არ ძალუძს ამ ომის შეჩერება. მარტო ის (პუტინი) წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი",- განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებისთვის, მისთვის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემის შესახებ. გარანტორებს შორის ოფიციალური კიევი ხედავს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გაცემას უკრაინის მიერ მოთხოვნილი სახით.